ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი? - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მისი წარ­სუ­ლის წაშ­ლას ცდი­ლო­ბენ - კვირის პალიტრა

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი? - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მისი წარ­სუ­ლის წაშ­ლას ცდი­ლო­ბენ

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, რომლის შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყანა და იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ.

ამჯერად დიქტატორ კიმ ჩენ ინის ცოლს, ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის, რი სოლ ჯუს გაგაცნობთ. თავდაპირველად, მას ჩრდილოეთ კორეის მედიაში "ამხანაგს" უწოდებდნენ, ხოლო 2018 წლიდან ტიტული უფრო სოლიდური გახდა და ოფიციალურ შეხვედრებზე მას წარადგენდნენ როგორც "პატივცემულ პირველ ქალბატონს", გარდა ამისა, მან 2018 წლიდან დიპლომატიური მოვალეობების შესრულებაც კი დაიწყო.

რი სოლ ჯუს შესახებ ოფიციალური წყაროებიდან ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დასავლური მედიამ გარკვეული ინფორმაცია მაინც მოიპოვა. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, მისი სახელი ფსევდონიმია. უცნობია მისი დაბადების ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ 1985-1989 წლების პერიოდში უნდა დაბადებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, რის ოჯახი პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენს. ამბობენ, რომ მან დაამთავრა ფხენიანის საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ჩინეთში, სადაც ვოკალური მუსიკის განხრით მიიღო განათლება. არსებული ინფორმაციით, რი კიმ ჩენ ინზე დაქორწინებამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ორკესტრში მომღერალი იყო. ახლა კი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები მისი წარსულის წაშლას ცდილობენ, რადგანაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ცოლად შერთვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. იხილეთ სრულად