თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია. იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 12 ეკიპაჟია მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული არ არის.

"ინტერპრესნიუსი"