"საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, მაგრამ ძალიან მეშინია იმის, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ" - კვირის პალიტრა

"საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, მაგრამ ძალიან მეშინია იმის, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას".

მისივე თქმით, ძალიან ეშინია, რომ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს.

"აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება", - განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.

"ინტერპრესნიუსი"