"დასავლეთის ქვეყნების რუსეთთან დაკავშირებული ისტერიკა მოსკოვის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის" - კვირის პალიტრა

"დასავლეთის ქვეყნების რუსეთთან დაკავშირებული ისტერიკა მოსკოვის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის"

"რუსეთის პოლიტიკა არ არის დამოკიდებული საგარეო მოთამაშეთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, დასავლეთის ქვეყნების მოსკოვთან დაკავშირებული ისტერია მის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის", -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"მოდით, ყურადღება არ გავამახვილოთ ამ ისტერიაზე როგორც ისეთ რამეზე, რამაც შეიძლება ჩვენი პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენი პოლიტიკა არ ყალიბდება იმის მიხედვით, თუ ვის სურს ჩვენი დაზარალება, ზიანის მოყენება და ა.შ.", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, გერმანიიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გამოძევება უპრეცედენტო ფაქტი არ არის.

"ეს წლებია, ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ხალხი, და მე ვგულისხმობ ჩვენს კოლექტიურ დასავლეთს, საკუთარ ინტერესებს იცავს. როდესაც მათ არ აქვთ სამართლიანი კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა, რომელიც კანონს, კანონმდებლობას, საერთო წესებს დაეფუძნება, ისინი გადადიან აგრესიულ პოლიტიკაზე ", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა 5 თებერვალს შვედი, პოლონელი და გერმანელი დიპლომატები პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნის საგარეო უწყებამ ამის მიზეზად ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მათი მონაწილეობა დაასახელა. მოსკოვის ქმედების საპასუხოდ, გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა თავიანთი ქვეყნებიდან თითო რუსი დიპლომატი გააძევეს.

"ინტერპრესნიუსი"