არეულობა "ევროპულ საქართველოში" - რა ინფორმაცია ვრცელდება პარტიის შიდა დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

არეულობა "ევროპულ საქართველოში" - რა ინფორმაცია ვრცელდება პარტიის შიდა დაპირისპირებაზე

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. პარტიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია და განახლება და მითქმა-მოთქმა ამას უკავშირდება. ბაქარაძის თქმით კი, საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის, თუმცა უახლოეს დღეებში გახდება ყველაფერი ცნობილი, მათ შორის პერსონალიებთან დაკავშირებითაც.

კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული დაძაბულობა არის პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას შორისაც, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ambebi.ge -ს ინფორმაციით, "ევროპულ საქართველოში" ფინანსური პრობლემებია და გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამასაც უკავშირდება.

P.შ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ პარტიიდან წასვლის ინფორმაცია დაადასტურა.