"ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს? - კვირის პალიტრა

"ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, ბავშვი ექვსი თვის წინ 23 წლის ბიჭმა გააუპატიურა. მისივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს.

"სახლში, რომ დავბრუნდი ბლის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ. პოლიციამ ამის შესახებ იცის, ბიჭი დაკავებულია. პოლიციამ გოგონას გაუპატიურების შესახებ ორი თვის წინ გაიგო, აქ იყო მოსული და დაგვკითხეს. გოგოზე ოჯახის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას არ ვადასტირებ. 14 წლის ბავშვი იყო, ფაქტის გამო, იგი ოჯახის წევრებს არ უცემია. იხილეთ სრულად