ქართველი ასტრობიოლოგების გვარ-სახელები მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება" - კვირის პალიტრა

ქართველი ასტრობიოლოგების გვარ-სახელები მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"

ქართველი მეცნიერების - ნუგზარ ალექსიძის, მარიამ ტარასაშვილისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ზურაბ ლომთათიძის გვარ-სახელები ჩართეს იმ ასტრობიოლოგთა სიაში, რომელიც 2020 წელს მარსზე გაიგზავნა. მეცნიერებმა NASA-დან მიიღეს შეტყობინება, რომ თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს 11 საათზე დაჯდება.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ტარასაშვილმა ბიოქიმიის კათედრის გამგეს პროფესორ ალექსიძეს თხოვნით მიმართა, ეხელმძღვანელა მისთვის, როგორც ასპირანტისათვის, მარსის გრუნტის ბიოქიმიური ტერაფორმირების მიზნით სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად.

მარიამ ტარასაშვილმა სადისერტაციო თემად შეარჩია "მარსის გრუნტის ტერაფორმირება მცენარეების განვითარებისათვის სათანადო აგრონომიული პირობების შესაქმნელად". ამ მიზნით საჭირო იყო სამუშაოდ სათანადო "კლიმატო-კამერის" ოთახის შექმნა; ავტორების ნ. ალექსიძის, მ. ტარასაშვილის, ს. წერეთელისა და შ. საბაშვილის მიერ მომზადდა "პლანეტა მარსზე არსებული რადიაციის, ტემპერატურისა (-200 C) და განათების ატმოსფეროს დღეღამური ცვალებადობის "კლიმატო-კამერა" კომპიუტერული დისტანციური მართვით - სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრაზე ორგანული მინით მოეწყო სპეციალური 3 მეტრიანი დახურული ოთახი "კლიმატო-კამერა".

საქართველოს რეგიონებიდან მოძიებულ იქნა რკინაბაქტერიები (მარსის წითელი ფერი რკინით მდიდარი ნაერთებითაა განპირობებული), გოგირდბაქტერიები და სოკოები, რომელთაც ჰიფებიც კი გაიკეთეს მარსის ტერაფორმირებულ გრუნტზე. ამ შედეგებით მათ დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ბაქტერიები და სოკო საკმაოდ კარგად ვითარდებიან მარსის გრუნტის იმიტირებულ "ნიადაგზე", რომლის ქიმიური შედგენილობა ცნობილი გახდა NASA-ს თანამშრომლების მიერ ქიმიური შედგენილობის დისტანციურად განსაზღვრის შედეგად. ცდები ტარდებოდა მათ მიერ შექმნილი პლანეტა მარსზე არსებული რადიაციულ-ტემპერატურული გარემოსა და ატმოსფეროს შედგენილობის კომპიუტერული დისტანციური მრთვის პირობებში. მათ ივარაუდეს, რომ ბაქტერიებით გარდაქმნილი სუბსტრატებით მარსის გრუნტის გამდიდრების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა მცენარეებისათვის აგრობიოლოგიური პირობების შექმნა. ავტორებმა იზრუნეს მომავალში მარსზე მოხვედრილი კოსმონავტების სამშენებლო მასალებით უზრუნველსაყოფად და მარსის გრუნტის ნიადგიდან დაამზადეს სამშენებლო ბლოკები, რომლებიც გამძლე აღმოჩნდა დაბალ ტემპერატურაზე.

ნუგზარ ალექსიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი, ბიოლოგი:

- იმისათვის, რომ მცენარეებისათვის მარსის მსგავსი ნიადაგი მოგვემზადებინა, ნიადაგი მიკრობიოლოგიურად დავამუშავეთ, ანუ სხვადასხვა ნიადაგებიდან მოვიპოვეთ მიკროორგანიზმები და ჩავატარეთ ცდები. ამისათვის მომზადებული გვქონდა... გააგრძელეთ კითხვა