"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი" - კვირის პალიტრა

"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი"

პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ყველაფერი სხვა რიტმში მიდის, საყოველთაო შეზღუდვებმაც ხალხში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია...

გორის და ილიაუნის თეატრების მსახიობი, მაკა შალიკაშვილი, კოლეგების მსგავსად, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, თეატრის გარეშე დარჩა, რამაც მძიმედ იმოქმედა მასზე. გამოსავალი ვიდეოების გადაღებაში იპოვა - ცნობილი და მისთვის საყვარელი პოეტების ლექსებს კითხულობს, ვიდეოზე წერს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ახალი საქმე წარმატებული აღმოჩნდა - მაკას ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს.

პანდემიით შეცვლილ ცხოვრებასა და ახალ გატაცებაზე მაკა შალიკაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- პირველი, რაც ვიფიქრე, თეატრის გარეშე როგორ ვიცხოვრო და საერთოდ, როგორ ვიცხოვრო-მეთქი?! მერე ჩემ გარშემო კოვიდი იმდენს დაემართა, იმდენი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა, რომ ამის მერე ვერაფრით ჩავთვალე თავი ფუნქციადაკარგულ მსახიობად, რომელსაც პანდემიის პერიოდში პროფესია წაართვეს...

- როდის დაიწყო შენი სიყვარული პოეზიისადმი?

- ყველაფერი მანამდე დაიწყო, ვიდრე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ალბათ მაშინ, როცა ცნობიერება მომივიდა და უკვე რაღაცების დამახსოვრება დავიწყე... სკოლის ასაკის არ ვიყავი, ხის "საბოები" რომ მომწონდა და მინდოდა, მქონოდა. 5 წლის რომ ვხდებოდი, მახსოვს, საკუთარ დაბადების დღეზე, ჩემი ინიციატივით ადამიანები დავპატიჟე. ის გოგოც მოვიწვიე, ვინც ხის "საბოებით" დადიოდა. ალბათ, ვფიქრობდი, რომ ვიღაც მაინც მომიტანდა ნანატრ "საბოებს"...

დაბადების დღე რომ დამთავრდა, მე და დედა ვხსნიდით და პარკებიდან ვიღებდით საჩუქრებს, "საბო" არა, მაგრამ იყო ბევრი წიგნი. ერთ-ერთი, ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის, შოთა ნიშნიანიძის კრებული აღმოჩნდა, რომელიც ჩემთვის ახლაც სამაგიდო წიგნია. ის ნუნუკა ზაალიშვილმა მაჩუქა. ნანა პაპუაშვილმა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მისახსოვრა...

სოფელში ჩვენი სახლი ქუჩის პირას იყო, იმ დღის მერე გამოვდიოდი სახლის წინ, ვჯდებოდი და ხმამაღლა ლექსებს ვკითხულობდი. ეს მაშინ, როცა ბავშვები სხვადასხვა თამაშით ერთობოდნენ. იქ ამვლელ-ჩამვლელი ადამიანები მესალმებოდნენ შეძახილებით: მაკა კითხულობს, მაკას გაუმარჯოს!... გააგრძელეთ კითხვა