"სკო­ლა იტყუ­ე­ბა, მამა გარ­დაც­ვლი­ლია, დედა თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს" - კვირის პალიტრა

"სკო­ლა იტყუ­ე­ბა, მამა გარ­დაც­ვლი­ლია, დედა თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს"

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა. თემასთან დაკავშირებით წერს პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კუპრაძე.

"13 წლის გოგონა ქობულეთში...

მამა გარდაცვლილია, დედა თურქეთში მუშაობს.

23 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობს 13 წლის გოგონაზე. პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა, მოძალადე არ დაუკავებია.

სკოლას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. სკოლა იტყუება, თითქოსდა ფსიქოლოგი მუშაობდა ბავშვთან. სოცმუშაკი რისკებს ვერ აფასებს. საბედისწეროდ ცდება.

დაბადების დღე ჰქონდა და 14 წლის გახდა. გუშინ ამ 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა.

მოძალადე 23 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. პოლიციაც დღეს ამუშავდა, სკოლაც დღეს მოფხიზლდა, ფსიქოლოგიც დღეს გამოუჩნდა და უნამუსოდ, დაგვიანებით გულმოკლული მოქალაქეებიც - ჩემი და თქვენი სახით", - წერს კუპრაძე.