„გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეები დაასაქმოს" - რომელ პორტალზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია - კვირის პალიტრა

„გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეები დაასაქმოს" - რომელ პორტალზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები გერმანიაში დროებით სამუშაოებს შეასრულებენ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

"გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები სამი თვითაა განსაზღვრული. ეს მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული ცოდნის გაცვლისკენ და საქართველოში უკვე ევროპული გამოცდილების მქონე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი აქ სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.