"ნაციონალურ მოძრაობას" სულ ებრძოდნენ, სულ ცდილობდნენ მის დაშლას და ეს ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა იყო" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" სულ ებრძოდნენ, სულ ცდილობდნენ მის დაშლას და ეს ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა იყო"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, დღეს მათი "ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანების საკითხი არ დგას.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" აღნიშნა, თუ ვინმეს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნება სურს, ეს საკითხი უნდა დასვას, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად იქნება პარტიისთვის მისაღები ამ ადამიანების უკან დაბრუნება.

"ნაციონალურ მოძრაობას" სულ ებრძოდნენ, სულ ცდილობდნენ მის დაშლას და ეს ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" მიუხედავად ამისა, სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და აქვს იმის უნარი, რომ განახლდეს. თავისი კარგი გაკეთებული საქმითაც იამაყოს და რაც ვერ გააკეთა და შეცდომა დაუშვა, ისიც კარგად გააცნობიეროს და იმ გაკვეთილებზე ისწავლოს. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი გზით მიდიოდა ყოველთვის. თუ ვინმეს მოუნდება უკან შემოსვლა, ამას შესაბამისი წესით დასვამენ, თუ თვითონ გადაწყვეტენ. ერთია, რამდენად გადაწყვეტენ თუ არ გადაწყვეტენ და მეორეა, რამდენად მისაღები იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" ამ ადამიანების უკან დაბრუნება, ეს სხვა საკითხია და ეს საკითხი დღეს არ დგას", - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავა რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. არაოფიციალური ცნობით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" სამომავლო გაერთიანების საკითხს განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"