"მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო..." - კვირის პალიტრა

"მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო..."

მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა-სიტყვითი აღსრულების წესებით , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაშია.

"თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, არსებობს, რაღაც გათვლა, რომელსაც ეფუძნება ნიკა მელიას ვარაუდი და ის ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და დააპატიმრებს ადამიანს, რომელიც ამ წუთას პარლამენტის წევრია.. სხვათაშორის ეს ძალიან საინტერესო და სასაცილო იქნება, პარლამენტის წევრის დაპატიმრების უფლება არ აქვთ. ალბათ, როგორც წინათ შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება, ახლაც ასე უნდა შეუწყვიტონ. ანუ, მელიას ინდივიდუალურად შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მაშინ, როცა სხვას, არავის უწყვეტენ. ეს არის ზუსტად ის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, შეცდომას შეცდომაზე უნდა უშვებდეს", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ძვირფასო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას" "ინტერპრესნიუსი"