"რესპუბლიკური პარტიის" მიმართ ტონს დაუწიეს" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკური პარტიის" მიმართ ტონს დაუწიეს"

"ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელთა დღევანდელი საჯარო გამოსვლები გაცილებით კორექტული და ფრთხილი იყო "რესპუბლიკური პარტიის"მიმართ მათი ტონი შეიცვალა და ეს კარგია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის"ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის"გადაცემა "360 გრადუსში"განაცხადა.

მან ისაუბრა თავისი თანაპარტიელის, ხათუნა სამნიძის მიერ გამოთქმულ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

"როგორც კი ხათუნა სამნიძემ ეს გააჟღერა, ერთ საათში მოჰყვა ცხელ გულზე არაადეკვატური პასუხები ზოგის მხრიდან. დღეს ტონს დაუწიეს, გასაგებია. "ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელთა დღევანდელი საჯარო გამოსვლები გაცილებით კორექტული და ფრთხილი იყო "რესპუბლიკური პარტიის"მიმართ. მათი ტონი შეიცვალა და ეს კარგია. მე მესმის, რომ ლეგიტიმურია კითხვა, წინასწარ, რატომ არ გვითხარით, მაგრამ ამასთანავე, წინასწარ თქმით ამხელა ორგანიზაციაში და არამარტო "ნაციონალურ მოძრაობაში“, მთელს ოპოზიციაში, ამის განხილვას ასე საჯარო განხილვა ვამჯობინეთ. იქნება პარტიების შეკრებაც, ჩვენ მზად ვართ უშუალო შეკრებისთვის, თან უმარტივესი საკითხია, ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ დაარეგისტრირე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია"პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ მომავლის კენჭისყრაში მონაწილეობას ვაპირებთ. პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ხელისუფლება ვაიძულეთ, ეს იქნება ახლა, ორ კვირაში, თუ ორ თვეში და უცხოელების მეტი გააქტიურებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ოპოზიციონერი დეპუტატი მისცემს ხმას, ერთჯერადად მომავლის კანონპროექტს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა

ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის"ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება"პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსი"