"ნიკა მელია ის პოლიტიკური ნაღმია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ დაუდო საკუთარ თავს და აფეთქდება" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია ის პოლიტიკური ნაღმია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ დაუდო საკუთარ თავს და აფეთქდება"

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელია ის პოლიტიკური ნაღმია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ დაუდო საკუთარ თავს 2019 წლის უკანონო გადაწყვეტილებით და რომელზეც აუცილებლად თავად აფეთქდება.

"თუ გაბედავენ და დაიჭერენ, გამოდის, რომ მარტო მელიას კი არა, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემუქრება "ოცნება", რასაც ხალხი არ მოითმენს. არადა ჩიხში არიან, იმიტომ რომ საკუთარ თავს თავადვე წაართვეს ეს დაჭერის უფლება. მოკლედ, ორივე შედეგი მხოლოდ "ოცნებისთვისაა" დამღუპველი, შესაბამისად, მსხვერპლიც და მძევალიც "ოცნებაა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"