"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლების, 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დაადგინა სინოდმა გარეჯას საკითხზე - კვირის პალიტრა

"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლების, 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დაადგინა სინოდმა გარეჯას საკითხზე

წმინდა სინოდმა დღეს დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ აბბა ალავარდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემათა ციკლსაც მოამზადებს.

"დავით გარეჯის საკითხი იყო პირველ საკითხად გამოტანილი, რომლის თაობაზეც გვქონდა მოხსენება. მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილობაზე და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია -მონასტრების ქრისტიანულ- ქართული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა ამის თაობაზე იმსჯელა, აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ეს თემა აინტერესებს ყველას, სინდომა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისთვის", - განაცხადა მეუფე დავითმა.