"მამაჩემისთვის გაკვეთილების ჩაბარების მეშინოდა - მეკითხებოდა ყველაფერს და ისიც უნდა მცოდნოდა, რაც წიგნში არ ეწერა" - კვირის პალიტრა

"მამაჩემისთვის გაკვეთილების ჩაბარების მეშინოდა - მეკითხებოდა ყველაფერს და ისიც უნდა მცოდნოდა, რაც წიგნში არ ეწერა"

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს და გულშემატკივრობს, გადაცემა "სთორიში" თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მამის სიმკაცრეზე, რომელმაც მისი წარმატება განაპირობა, ასე პირველ სიყვარულზე და ახალ ურთიერთობაზე, რომლებიც დაშორებით დასრულდა..

"მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ყველაფერი მამას დამსახურებაა. მამაჩემი იყო ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ადამიანი. მისი მიზანი იყო, მე არ მქონოდა ისეთი ცხოვრება, როგორიც მას ჰქონდა. ძალიან ღარიბ ოჯახში იყო გაზრდილი, სულ უჭირდათ, განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ მან "იმუშავა" ჩემზე, რომ მე ვყოფილიყავი კარგი. მამა იმ დროს აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალისტი იყო. მერე სხვა პროფესია აირჩია და იურისტი გახდა. მთელი დღე სამსახურში იყო და სანამ საღამოს შინ მოვიდოდა, მირეკავდა, გიორგი, მოვდივარ, გაკვეთილები გაამზადეო.

სკოლაში არ მეშინოდა დაფასთან გასვლის და ნიშნის მიღების, მამაჩემისთვის გაკვეთილების ჩაბარების კი მეშინოდა, რადგან მეკითხებოდა ყველაფერს, რაც ეწერა წიგნში და რაც არ ეწერა, ისიც უნდა მცოდნოდა. ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ ამით არ მთავრდებოდა. ღამის 2-3 საათამდე მასწავლიდა და თუ რამეს ვერ დავამუშავებდი, დილის შვიდ საათზე ამაყენებდა და თავიდან ჩამაბარებინებდა. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ვყოფილიყავი ძალიან შრომის ამტანი ადამიანი. ამის ხარჯზე გავხდი ასეთი, მამაჩემს რომ არ ემუშავა ჩემზე, ასეთი ნამდვილად არ ვიქნებოდი" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მისივე თქმით, ბავშვობაში მხოლოდ სწავლით არ იყო დაკავებული. სახლიდან ათი კილომეტრის დაშორებით ყანა ჰქონდათ, რაც მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო და იქ ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა.

"ძალიან შორის იყო, მაგრამ გამოსავალი აქაც ვიპოვე, ურიკა მქონდა, რომელზეც დავდებდი წიგნს და გზაში ვკითხულობდი. ერთი ის უხერხულობა მქონდა, მანქანით კლასელები რომ გამივლიდნენ და ამ დროს მე ვმუშაობდი. მეთაკილებოდა მაინც, განვიცდიდი. ჩამივლიდა ლამაზი გოგო და მე თივით სავსე ურიკას ვეფარებოდი. ამ დროს ძალაუნებურად გაგივლის განცდა, რატომ ვარ მე ამ დღეში, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა სჭირდები მშობლებს, გვერდით უნდა დაუდგე. იმ პერიოდში ინტროვერტი ვიყავი, ჩაკეტილი და მაკომპლექსებდა ეს მდგომარეობა" - იხსენებს ღოღობერიძე.

კითხვაზე, თავად მკაცრი მშობელი იქნება თუ მეგობრული, პასუხობს: გააგრძელეთ კითხვა