"რაღაცას წვალობს ბატონი მელია" - კვირის პალიტრა

"რაღაცას წვალობს ბატონი მელია"

"რაღაცას წვალობს ბატონი მელია - როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა თუ არა, რომ გადაიხადოს გირაო",- ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა, კანონს უნდა დაემორჩილოს.

"გვარს არა აქვს მნიშვნელობა - იქნება მელია, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი... ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, ვინც აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პასუხი არის ძალიან მარტივი:-სახელმწიფო კანონების შესაბამისად მოქმედებს.

ყოვლად მიუღებელია უტიფარი განცხადებები, რომელიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.