"ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი - ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი - ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს"

"ირაკლი კობახიძე არის "ქართული ოცნების" გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი, ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მასსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასწრებას გრაფიკიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ახერხებს.

"ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან ვერა. მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში არიან. ბავშვები სასწრაფოდ ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, მეორე მხრივ ამ ბავშვების მშობლებს, ქართველ ოჯახებს უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან შემოსავლისთვის, ეკონომიკურ კრიზისში ვართ, რომელთან გასმკლავებლადაც ერთად უნდა ვიბრძოლებთ. ეს ყველაფერი გადასაწყვეტია და მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ მისვლას, ხან ვერა", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"