"მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას" - კვირის პალიტრა

"მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას"

მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიგი უგულავა დასძენს, დღეს პრიორიტეტულია იქნება თუ არა ოპოზიციის ერთობა.

„მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემ თავს ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის და ამ ყველაფრის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, თუნდაც, წყლის დასხმაში, კულტივაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და მათ შორის დაპირისპირების შემთხვევაში, მაგიდის მომრგვალების. ეს ის საქმეა, რასაც ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80%-ს ვუთმობ. ვფიქრობ, ჩემი სხვა პარტიის კოლეგების მხარდაჭერით, ამ საქმეში ერთად შევძლებთ “,-განაცხადა უგულავამ.

როგორც ის დასძენს, მას არანაირი პარტიული თანამდებობა არ ექნება.

„ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება განახლება. განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელია სამივე ჩვენთაგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ, აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის რომ პარტია განახლდეს, ახალი შენაკადები შეიძინოს, პარტია შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობებში.

ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. ჩემი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“,-აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, პარტიის მომავალ ყრილობაზე აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.

"ინტერპრესნიუსი"