"ნიკა არის ძალიან ღირსეული და გულწრფელი. მას ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ, ვერ დააშანტაჟებ და საშიშია ხელისუფლებისათვის" - კვირის პალიტრა

"ნიკა არის ძალიან ღირსეული და გულწრფელი. მას ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ, ვერ დააშანტაჟებ და საშიშია ხელისუფლებისათვის"

თუკი "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დაიჭერს, ეს მისთვის ცუდია, არ დაიჭერს და ესეც ცუდია, რადგან სისუსტედ ჩაეთვლება - ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმის გაცოცხლება მას დააზარალებდა, - აღნიშნული შეფასება "პალიტრანიუსის" გასდაცემა "360 გრადუსში", "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ მელია, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხელისუფლებისათვის არის საშიში.

"ნიკა მელია არის პოლიტიკოსი, რომელსაც ბრალდება უკანონდ წაუყენეს და რომელიც ამ უსამართლო ბრალდებას ღირსეულად უმკლავდება. ნიკა არის ძალიან ღირსეული და გულწრფელი. მას ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ, ვერ დააშანტაჟებ და ამ თვალსაზრისით საშიშია ხელისუფლებისათვის. ნიკა მელიას ვერ იმ ცხრაწლინი მმართველობის ლაქებს ვერანაირად ვერ მოსცხებ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ ძალიან დიდია სხვაობაა კანონმორჩილებასა და მორჩილებას შორის.

"კანონმორჩილება არის ერთი, როცა ქვეყანაში არის სამართალი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ როცა ქვეყანაში არსებობს ორი სამართალი: ერთი, ბიძინას მონებისათვის და მისი ერთგული ადამიანებისთვის და მეორე - დანარჩენი საქართველოსთვის, ასეთ კანონებზე დამორჩილება ბიძინაზე დამორჩილებაა და არა კანონმორჩილება. თუკი ქვეყანაში ორმაგი სამართალი არ არსებობს, ფარცხალაძემ ლაშა თორდია რომ სცემა და ეს პირდაპირი ეთერით ვნახეთ, ფარცხალაძე არაფერ შუაში არ იყო?! ფარცხალაძე სასამართლოში არც კი მიიყვნეს. ამ დროს ნიკა მელიას გირაო ერთხელ გადაახდევინეს, უფლებამოსილება შეუწყვიტეს, სამაჯური ატარებინეს და ახლა ეუბნებიან, გირაო მეორედ გადაიხადეო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"