"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ…" - რას ამბობს გოგი თოფაძე შვილიშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ…" - რას ამბობს გოგი თოფაძე შვილიშვილის მდგომარეობაზე?

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ბუსა ჟვანიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება, ლევან თოფაძის მდგომარეობას, AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგი თოფაძე ამბობს, რომ თვეების წინ დაჭრილი მისი შვილიშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციისთვის გერმანიაში მის წაყვანას მაინც აპირებენ.

"ლევანი უკეთ არის, თუმცა ველოდებით, რომ ცოტა ჩაცხრეს ეს პანდემია და აუცილებლად წავიყვანთ გერმანიაში. რაც შეეხება ბუსას, მას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, ჩვენ ხელს არაფერში შევუშლით. ერთ წელიწადში გამოვა ალბათ (ნახევარი წელი მოხდილი აქვს) და ჯამში წელიწადნახევრის მოხდა მოუწევს, ამას მეც დავუჭერ მხარს. ყველას ველაპარაკე, დედამისსაც და ვუთხარი, უცებ არაფერი გამოვა-თქო. იხილეთ სრულად