პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსზე:"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა" - კვირის პალიტრა

პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსზე:"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა"

"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა" - ამის შესახებ მეუფე პეტრემ "მთავარის" ეთერში განაცხადა, სადაც ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არავის ემალება და ყველაფრისთვის მზად არის.

"მეუფე პეტრემ გამოუტანა თავის თავს წლების წინ განაჩენი, რომ მან სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ და შეურყეველად იბრძოლოს ეკლესიაში არსებული უწმინდურობისა, უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ნებისმიერი მსხვერპლის ფასად.

რაც შეეხება დამალვას, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს და მე არ ვიყო ღმერთთან, მაგრამ უგუნურია და ბნელია მეუფე იაკობი ქრისტიანულად ვერ აზროვნებს, ის აზროვნებს კრიმინალურად, რა თქმა უნდა მე ვარ ყველაფრისთვის მზად.

ზოგადად მეუფე იაკობი არის სახე საპატრიარქოსი, მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა დედა ეკლესიაში" - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა, რომ მან საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და რომ ამაზე პასუხს აგებს.

"ის იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენზე, როგორც აგებენ პასუხს ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვერც ის, ვინც ხელშემწყობია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"