"უი რას მელაპარაკებით?!" - რა უპასუხა ნათია თურნავამ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას - კვირის პალიტრა

"უი რას მელაპარაკებით?!" - რა უპასუხა ნათია თურნავამ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას

უი რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ხუმრობით აღნიშნა, რომ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებს.

"უი რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის", - განაცხადა თურნავამ.