ბინა ლონდონში და მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მამუკა ხაზარაძე - კვირის პალიტრა

ბინა ლონდონში და მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მამუკა ხაზარაძე

მიუხედავად იმისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

მმართველი გუნდის მხრიან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს. რიგი ოპოზიციონერების განცხადებით ისინი დეკლარაციის შევსება არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესებში იყო ჩართული.

10 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა ხაზარაძე ფლობს 8 მიწის ნაკვეთს ციხისძირში, 3 მიწის ნაკვეთს მუხრანში, საცხოვრებელი სახლს თბილისში; ბინას ლონდონში, რომლის 50%იანი წილი მისი მეუღლის სახელზეა; 2 აგარაკს წყნეთში; ბინასა და ავტოფარეხს დუშეთში; მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ; მიწის ნაკვეთს ნატანებში; ბინას თბილისში. ასევევ მის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - ბადრი ჯაფარიძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფლობს ასევე 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილები Lexus LX 570 და Jaguar XK140. ეს უკანასკნელი როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჩუქებით აქვს მიღებული.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 399 440 ლარი; 3 493 656 დოლარი; 2 181 170 გირვანქა სტერლინგი და 95 164 ევრო ჰქონდა. გაგრძელება