საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში, სომხეთში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში, სომხეთში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ-ში, ვანაშენთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.