"დღეს რომ შე­მო­სუ­ლი­ყო წმინ­და ნინო, გზად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და მოკ­ლავ­დნენ, თავ­საც გა­ი­მარ­თლებ­დნენ - ქალს მარ­ტო რა უნ­დო­დაო" - კვირის პალიტრა

"დღეს რომ შე­მო­სუ­ლი­ყო წმინ­და ნინო, გზად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და მოკ­ლავ­დნენ, თავ­საც გა­ი­მარ­თლებ­დნენ - ქალს მარ­ტო რა უნ­დო­დაო"

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..."

მწერალი ლაშა ბუღაძე ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ბავშვები "კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმსა და კრიმინალურ პატრიარქატს ეწირებიან".

ბუღაძის აუდიოკომენტარს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს.

"ჩვენთან, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რომელ მორალზე გვაქვს პრეტენზია, როდესაც კაცები, თავიანთი კაცური მცნებებით შეურყეველ დოგმებად აწესებენ ველურად მორალისტურ კანონებს, სადაც მართალი მამებისა და ბაბუების რწმენით, 14 წლის მოზარდს თავი იმიტომ მოუკლავს თურმე, რომ დანაშაული გამოესყიდა...

და სადაც ტვინშერყეული, სულ და ბიოგრაფიებწარწყმენდილი მღვდლები ამბიონებიდან ქადაგებენ, რომ უარგისად ცხოვრებას თურმე ბავშვობაშივე სიკვდილი სჯობია.

ვის და რას ეწირებიან ეს ბავშვები?! ამჯერად, არა ტროას ომს, არამედ კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმს და გადაუშენებე, გადახრწნილ, ჩამპალ და მაინც არგამქრალ და მძლავს, ბნელ, კრიმინალურ პატრიარქატს, სადაც მკვლელს ხელს არავინ დაუჭერს უკანასკნელ წამს.

რომელ ქრისტიანობაზე ქაქანებს ეს უგულო ბრბო? დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო ფარავდნიდან მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ... თავსაც გაიმართლებდნენ, ქალს მარტო რა უნდოდაო. დამნაშავე აქ ხომ მხოლოდ მსხვერპლია. კიდევ კარგად გადაგვირჩა ქართველთა განმანათლებელი" - ამბობს ბუღაძე. გააგრძელეთ კითხვა