"ქართული ოცნება" კუთხეშია მომწყვდეული და დარცხვენილი - ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" კუთხეშია მომწყვდეული და დარცხვენილი - ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!"

მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება", ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!,- ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" , რომელიც აპირებს ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას "არის დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს".

"დღეს ცალსახად ნიკა მელია და ოპოზიცია არის გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იმედისათვის მებრძოლი. ,,ქართული ოცნება", რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება", ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, "ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით."

"ინტერპრესნიუსი"