კახა კახიშვილი ბაბუა გახდა - რა დაარქვეს პატარას - კვირის პალიტრა

კახა კახიშვილი ბაბუა გახდა - რა დაარქვეს პატარას

ყოფილ მინისტრ და ახლა "ქართული ოცნების" დეპუტატ კახა კახიშვილის ოჯახზე საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი. "ქართული ოცნების" დეპუტატს ქალიშვილი ანა მარია კახიშვილი ჰყავს. იგი დაოჯახეულია, მისი მეუღლე ნიკა ასანიძეა.

წყვილი რამდენიმე დღის წინ ვაჟის დედა გახდა. მან ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ცნობილია, რომ პატარა ბაბუის სახელი, კახა დაარქვეს.

საჯაროდ ულოცავს შვილიშვილის შეძენას თანაგუნდელს სოფო ხორგუანი:

"მოხუცებულთა თავშესაფარში ცხვარი მოუყვანიათ, კახა კახიშვილმა გამოგიგზავნათ, შვილიშვილი შეეძინა, პატარა კახიო Kakha Kakhishvili • კახა კახიშვილი შენ იხარე შენს მონაგარში ბედნიერი იყოს შენი პაწაწო კახი იმ მოხუცების ლოცვა, გულწრფელი და მადლიანი, ამ საჯარო მადლობაზე მეტია, შენც იცი და მეც ვიცი სიკეთის კეთების განწყობაზე იყავი სულ" - წერს სოფო ხორგუანი.