"მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე - გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი" - კვირის პალიტრა

"მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე - გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი"

"მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე, ეზოში გავედი", - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩის" ლოდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

მისივე თქმით, "გირჩის" განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს და არასერიოზულ ადამიანებად მიჩნევს.

"დღეს არის ვინმე ვინც "გირჩს" სერიოზულად აღიქვამს? მე პირადად არ მოვუსმინე მათ. გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ. ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება. მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა "გირჩის" წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. "გირჩის" წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს. ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"