როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი, რომ სკოლაში კორონავირუსი არ გადაედოს - კვირის პალიტრა

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი, რომ სკოლაში კორონავირუსი არ გადაედოს

სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენას ყველა დიდხანს ელოდა. თუმცა ასევე ყველა გრძნობს, რომ განსხვავებული წესებით მოუწევთ სასკოლო სცხოვრებაში ჩართვა. განსაკუთრებით ეს კვებას ეხება. ბავშვებს სკოლაში წახემსება აუცილებლად სჭირდებათ, ან დროს კი ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. როგორ უნდა იკვებოს ბავშვი სკოლაში უსაფრთხოდ, რა გავატანოთ სახლიდან და რა პირობები უნდა იყოს კლასში, რომ წახემსების პროცესმა ბავშვებს რისკი არ შეუქმნას. ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" მასწავლებლებსა და მშობლებს საჭირო რჩევებს აძლევს.

ქალბატონი მარი პირველ რიგში პედაგოგებს მოუწოდებს,

ცოტა ხნით გადადონ ყავის ერთად დალევის, ერთად წახემსების ტრადიცია. "როცა ჩვენი კოლეგები, ექიმები, ექთნები მორიგეობისას ერთად მიირთმევდნენ, დაინფიცირების ძალიან მაღალი პროცენტი მივიღეთ. ნუ გავიმეორებთ იგივეს სკოლებშიც" - ამბობს მარი მალაზონია და დეტალურად გვირჩევს, რა წესებით უნდა მიმდინარეობდეს წასახემსებელი შესვენება სკოლაში.

როგორი უნდა იყოს წასახემსებელი შესვენება

"როცა ბავშვებს ვაძლევთ წახემსების საშუალებას, ეს ჯობია გააკეთოთ კლასში და არა რაიმე დიდ საერთო სივრცეში. წახემსებამდე გაანიავეთ ოთახი, ჭამის დროს ბავშვები ერთმანეთის პირისპირ არ უნდა ისხდნენ, მათ შორის უნდა იყოს დისტანცია და უნდა ისხდნენ ერთმანეთისკენ ზურგით ან მიმდევრობით. როცა ერთდროულად იხსნიან ნიღაბს და ჭამას იწყებენ, არ უნდა იყოს ერთმანეთში გადალაპარაკება.

ვინც შესვენების დასრულებამდე დაამთავრებს კვებას, ისევ უნდა გაიკეთოს ნიღაბი და ასე გააგრძელოს

საუბარი. ძალიან რთულია ამის შესრულება და სტრესის წინაშე ვაყენებთ ბავშვებს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციების ნაკრები, რომლის შესრულებაც აუცილებელია. წახემსების შემდეგ ოთახი კვლავ უნდა განიავდეს" - ამბობს მარი მალაზონია. მშობლებს კი სთხოვს, ერთჯერადი კონტეინერები გამოიყენონ, რომელსაც ბავშვი კვების მერე გადააგდებს. გააგრძელეთ კითხვა