"დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს განცხადება უნდა გაეკეთებინა" - კვირის პალიტრა

"დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს განცხადება უნდა გაეკეთებინა"

"ქართული ოცნების" დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის დღევანდელი განცხადება „შალვას ფანჩატურში დაიგეგმა".

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გავრილოვის განცხადებით ნიკა მელიას საქმეს გადაფარავენ.

"დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, რომ ამით მელიას საქმეს გადაფარავენ. დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს“,- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

"ინტერპრესნიუსი"