რატომ დაარღვია გოგი წულაიამ ე.წ. კომენდანტის საათი? - კვირის პალიტრა

რატომ დაარღვია გოგი წულაიამ ე.წ. კომენდანტის საათი?

გოგი წულაიამ ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვია. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ დაუმორჩილებლობა პროტესტის ნიშნად გამოაცხადა.

მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაჯარიმებულს და არ ემორჩილება "ქართული ოცნების" უკანონო შეზღუდვებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა მათ წულაია არ დააჯარიმეს.

გოგი წულაიას თქმით, სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს საჯაროდ დაჯარიმება ვერ გაბედეს და სავარაუდოდ, ჯარიმას სახლში გაუგზავნიან.

"ინტერპრესნიუსი"