ხულოში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა - კვირის პალიტრა

ხულოში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ხის კონსტრუქცია იყო.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.

"ინტერპრესნიუსი"