"ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით აგიღებ და გამოგიტან გარეთ" - კვირის პალიტრა

"ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით აგიღებ და გამოგიტან გარეთ"

"ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მზადაა თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

როგორც მელია აღნიშნავს, მას არ სჭირდება, რომ ვინმემ გირაო გადაუხადოს.

"ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

"ინტერპრესნიუსი"