"ასეთი "ხასიათი" ნებისმიერ აფექტურ სისულელეს ჩაგადენინებს" - კვირის პალიტრა

"ასეთი "ხასიათი" ნებისმიერ აფექტურ სისულელეს ჩაგადენინებს"

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

"დიდი ამბიციები და შინაგანი სისუსტე ყველაზე სახიფათო კომბინაციაა ნებისმიერ საქმეში და მითუმეტეს სახელმწიფო მართვაში.

ასეთი "ხასიათი" ნებისმიერ აფექტურ სისულელეს ჩაგადენინებს, რადგან ყველაზე მეტად სისუსტის დემონსტრირების გეშინია. მითუმეტეს, როცა წარმატებულ "მამას", რომელმაც საქმე გადმოგაბარა, დღენიადაგ უმტკიცებ, რომ მასზე მეტი თუ არა, ნაკლები ვაჟკაცი არა ხარ...

#ოცნებისგადამწიფებულითინეიჯერი" - წერს გია ხუხაშვილი.