"ვინც დააჭერს ღილაკს ხელს, რომ ნიკა მელიას მოუხსნან იმუნიტეტი, ის გახდება „გავრილოვიჩი“ - კვირის პალიტრა

"ვინც დააჭერს ღილაკს ხელს, რომ ნიკა მელიას მოუხსნან იმუნიტეტი, ის გახდება „გავრილოვიჩი“

ვინც დააჭერს ღილაკს ხელს, რომ ნიკა მელიას მოუხსნან იმუნიტეტი, ის გახდება "გავრილოვიჩი", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დევი ჭანკოტაძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.

დევი ჭანკოტაძის განცხადებით, თუ სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის უკანონობა და ამ უკანონობას ყველანი უნდა დაუდგნენ წინ.

"მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ კარგად დაფიქრდნენ სანამ ღილაკს დააჭერენ თითს. ნიკა მელიას დაკავება არის უკანონო და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ არის საუბარი, მთელმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ თუ სასამართლომ მიიღო ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება, ეს არის უკანონობა და ამ უკანონობას ყველანი დავუდგებით წინ", - აღნიშნა დევი ჭანკოტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"