"სამივე შვილი სკოლიდან გამოვიყვანე. ჩვენი განათლების სისტემის წინააღმდეგი ვარ" - კვირის პალიტრა

"სამივე შვილი სკოლიდან გამოვიყვანე. ჩვენი განათლების სისტემის წინააღმდეგი ვარ"

"სამივე შვილი სკოლიდან გამოვიყვანე. ჩვენი განათლების სისტემის წინააღმდეგი ვარ"

"გირჩის" ცნობილი სამეულიდან ერთ-ერთი ლიდერი ამბები.გე-სთან ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის ინტერვიუ ჯერ არ მიუცია და ეცადა, გულწრფელი ყოფილიყო. ის ქირურგიც იყო, უროლოგიც, ეკონომიკასაც ასწავლიდა, ქიმიასაც, სამოქალაქო განათლებასაც და ა.შ. მაგრამ, როგორც ამბობს, ყველგან ყველაფერს უკანონოდ ასწავლიდა. ბოლოს დაასკვნა, რომ სისულელე იყო, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტში აკეთებდა და პოლიტიკაში მოვიდა... მოვიდა იმისთვის, რომ "პოლიტიკის მეშვეობით მეტი თავისუფლების შესაძლებლობა შექმნას განათლებაში და მასწავლებლების უფლებებისთვის იბრძოლოს".

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებიც მოიარა, სკოლაც დააარსა, თუმცა შვილები სკოლიდან გამოიყვანა და მთელი ოჯახი რახანია "ნებაყოფლობით კარანტინში" ჰყავს. ერთი სიტყვით, ისეთი მჩქეფარე და მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს, ვერც წარმოიდგენდით. სულ ახლახან, მის ლექსიკონში სიტყვა "პუტკუცუნი" გაჩნდა, როდესაც ნიკა მელია ამ ეპითეტით მოიხსენია... როგორ გვიხსნის, ეს თურმე "საყვარელ ადამიანს ნიშნავს, რომელიც ამავე დროს არის ცოტა მსუქანიც". ნეტა გამიყვანა დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდანო, - გვეუბნება ვახტანგ მეგრელიშვილი და ჩვენც ცოტა ხნით "გავიყვანეთ" მისი აპოლიტიკური პორტრეტის დასახატად.

თელავიდან - სტავროპოლში

- თელავში დავიბადე და იქ დავამთავრე სკოლა. მერე სამედიცინოზე მინდოდა სწავლის გაგრძელება, უფრო სწორად, ოჯახს უნდოდა ექიმი ვყოფილიყავი, ამიტომ წავედი და სტავროპოლში ჩავაბარე. მერე სსრკ დაიშალა, დავბრუნდი და აქ ვისწავლე ორდინატურაში. მოკლედ, ქირურგი ვარ. ასეთი ბანალური ისტორია მქონდა. 1998 წელს, ჩემი ყოფილი ქირურგიის პროფესორის და პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის - ლადო ჭიპაშვილის თანაშემწე გავხდი და პირველად ასე მოვხვდი პარლამენტში, მედიცინისგან განსხვავებულ სფეროში. სტუდენტობის დროიდან ვმუშაობდი, მერე თელავშიც ვიმუშავე ქირურგად, უროლოგადაც... სამედიცინო მიმართულებაში ორი სპეციალობა მქონდა - ქირურგის და უროლოგის...

"სადაც ლადო მიდიოდა, ყველგაან თან მივყავდი"

- როდესაც მედიცინას თავი დავანებე, არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მეკეთებინა. 90-იანი წლები იყო, უშუქობა, გაჭირვება და სიბნელე. იმ დროს, როცა არ იცი, რა გააკეთო, მივაკითხე ჩემთვის ახლობელ ადამიანს, რომელსაც შეეძლო რჩევა მოეცა. ლადო ჭიპაშვილმა მითხრა, არ ვიცი, რით დაგეხმარო, მაგრამ თუ გინდა, ჩემი თანაშემწე იყავიო. ასე აღმოვჩნდი პარლამენტში.

რატომ დავანებე მედიცინას თავი? - იმ დროს ისეთი საგიჟეთი იყო, თავი ვერ გავართვი. ამერიკაში მინდოდა წასვლა, ვერ წავედი, ამიტომ შევეშვი მედიცინას. პარლამენტის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში, ჯანდაცვის დეპარტამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვიმუშავე, ვიყავი სხვადასხვა პროექტების დირექტორი 2003-მდე. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ერთ თვეში აღმოვჩნდი მთავრობაში - ლადო ჭიპაშვილი დაინიშნა სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის გენდირექტორად და მისი მოადგილე გავხდი. რამდენიმე თვეში ლადო გადავიდა ჯანდაცვის მინისტრად და მის მოადგილედ გადამიყვანა. გამოვიდა ისე, სადაც ლადო წავიდა, ყველგან თან მივყავდი. სამინისტროში 3 წელი ვიმუშავე და 2006 წელს წამოვედი... მერე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიყავი კონსულტანტი, აქაც და საზღვარგარეთაც. ბატონ ლადოსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები გვაქვს.

ბეირუთიდან - თავისუფალ უნივერსიტეტში

- როდესაც მთავრობაში ვმუშაობდი, კახა ბენდუქიძე მაშინ გავიცანი. გააგრძელეთ კითხვა