სიახლე თიბისი ფეიში - გადაიხადე უცხოური ბარათით
თიბისი ფეის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს - ვებგვერდზე www.tbcpay.ge სერვისების გადახდა ახლა უკვე უცხოური ბარათებითაც არის შესაძლებელი.
ამჟამად არაქართული ბანკის ბარათებით შესაძლებელია 4 კატეგორიის სერვისების გადახდა, რომლებიც თავმოყრილია გვერდზე "გადაიხადე უცხოეთიდან", ესენია:
• მობილური ბალანსის შევსება;
• კომუნალური გადასახადები;
• ინტერნეტი, ტელეფონი და ტელევიზია
• სახელმწიფო სერვისები.
www.tbcpay.ge -ზე გადახდების შესრულება რეგისტრაციის გარეშეცაა შესაძლებელი. თუმცა რეგისტრირებული მომხმარებელი მეტი ფუნქციონალით ისარგებლებს - მაგალითად, შეძლებს შექმნას შაბლონები, შეინახოს ბარათის მონაცემები ან დაამატოს ფავორიტი სერვისები.
www.tbcpay.ge -ზე გადახდა უფრო მარტივია!
(R)