"თუ დამხვდება იმ შემთხვევაში გაიგებთ, მერე რა იქნება..." - აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილთან საუბრის სურვილი ირაკლი ოქრუაშვილს? - კვირის პალიტრა

"თუ დამხვდება იმ შემთხვევაში გაიგებთ, მერე რა იქნება..." - აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილთან საუბრის სურვილი ირაკლი ოქრუაშვილს?

ირაკლი ოქრუაშვილი - ვანო მერაბიშვილთან სხვანაირი შეხვედრის სურვილი მექნება, ადეკვატური.

ვანო მერაბიშვილთან სხვანაირი შეხვედრის სურვილი მექნება, ადეკვატური,- ასე უპასუხა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილთან საუბრის სურვილი, რომელიც დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფებოდა და რომელიც შესაძლოა ასევე ოფისში დახვდეს.

"თუ დამხვდება იმ შემთხვევაში გაიგებთ, მერე რა იქნება...მასთან სხვანაირი შეხვედრის სურვილი მექნება, ადეკვატური", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიების ლიდერები დილიდან იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი და თუ იმ შემთხვევაში სასამართლო მელიას დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ფიზიკურად მშვიდობიანად დაიცავენ.

"ინტერპრესნიუსი"