ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ტკბილეული და გაზიანი სასმელები მიიტანა - ნახეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ტკბილეული და გაზიანი სასმელები მიიტანა - ნახეთ ფოტოები

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა. მან ადგილზე ტკბილეული და გაზიანი სასმელები მიიტანა.

მერაბიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების არც ერთ კითხვას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიასთან მიმართებით ვითარდება. მერაბიშვილმა პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან იმყოფებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.