"შსს-ს მოუწევს ძალის გამოყენება და დაკავება ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის" - კვირის პალიტრა

"შსს-ს მოუწევს ძალის გამოყენება და დაკავება ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის"

"ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავება",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სპეცრაზმი ძალას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესასვლელად, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

"საზოგადოებას აქვს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომ მშვიდად არ შეეგუოს მიტაცებას ამ ქვეყნის და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდანპოსტსაბჭოთა ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას.

არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი. ვერაფერს გამოვრიცხავ. მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. აქ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პოლიციის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

"ინტერპრენსიუსი"