"უკარგესი გაზაფხული გველოდება" - კვირის პალიტრა

"უკარგესი გაზაფხული გველოდება"

გიორგი გახარიას გადადგომას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მათ "უკარგესი გაზაფხული ელით".

"პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა.

თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2 კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.

თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

უკარგესი გაზაფხული გველოდება" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.