საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი სტოპცოვ.გე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 17188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტია 9866, PCR კი 7322. ამასთან, საქართველოში სულ კორონავირუსის 267313 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ კორონავირუსისგან 260266 ადამიანი განიკურნდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 3399 პაციენტი.