"ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება"

ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კობახიძე იმ მდგომარეობაში აღარ არის, რომ ხალხის ნების ზურგის შექცევა შეძლოს.

"ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხალხის ნების ზურგის შექცევა შეძლოს. ეს ცხადზე უცხადესია! ელემენტარული ალღოა საჭირო, რომ დავრწმუნდეთ - ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება. ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. ბატონ კობახიძეს სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჩემი დაკავება ჰქონდა, რაც თავშივე უსაფუძვლო იყო", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"