სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს - კვირის პალიტრა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, დავით ბაგრატიონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს:

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავითის პოლიტიკური განცხადება:

მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში, რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.

საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა".

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.