„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა.

როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.

მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს.