"დაბადების დღის საჩუქარი მამაჩემისთვის" - ცოტნე ივანიშვილმა მამა დახატა - ფოტოები ინსტაგრამიდან
18 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 65 წლის გახდა. დაბადების დღე მამას ორიგინალურად მიულოცა უმცროსმა შვილმა ცოტნე ივანიშვილმა - მან მამის პორტრეტი დახატა.
"დაბადების დღის საჩუქარი მამაჩემისთვის" - წერს ცოტნე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს. 
ბერა ივანიშვილმა კი "ინსტაგრამზე" ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მამასთან ერთადაა აღბეჭდილი.
