თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურზე შევარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"