როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახის კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

"მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმე კარგად მიდის და ყველაფერი კარგად იქნება", -აცხადებს იმერი კავსაძე.

შეგახსენებთ, მსახიობი კახი კავსაძე, რამდენიმე დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. როგორც მედიკოსები აცხადებდნენ, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნებოდა.

"ინტერპრესნიუსი"