პარლამენტთან აქციაზე "ლელოს" რამდენიმე წევრი დააკავეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქციაზე "ლელოს" რამდენიმე წევრი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, "ლელოს" სამი წევრი დააკავეს.

"ლელოს" ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილში ჩასვა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, ასევე თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი.

დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.

"ინტერპრესნიუსი"